logo
ENG



საპატრიარქო მედიაზე თავდასხმას "სამწუხაროს" უწოდებს

05 ივლ 202113:17
3 წუთის საკითხავი
 
საპატრიარქო მედიაზე თავდასხმას "სამწუხაროს" უწოდებს

საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ჟურნალისტებზე თავდასხმას სამწუხაროს უწოდებს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამართული აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი და "ლოცვისკენ მიმართული".

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწვალებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს", - წერია განცხადებაში.

რუსთაველზე საპატრიარქოს ორგანიზებით "ღირსების მარშის" საწინააღმდეგო აქცია იმართება. აგრესიული და ჰომოფობიური ჯგუფები ძალადობენ მედიაზე და ხელს უშლიან ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში.


close დახურვა